ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გლდანში 13000 კვ მეტრ ტერიტორიაზე პარკი მოეწყობა
26 მარტი, 2018

გლდანის რაიონში, მე-6 მიკრორაიონში 13000 კვ მეტრ ტერიტორიაზე პარკი მოეწყობა.

დედაქალაქის მერის თქმით, ამ ტერიტორიაზე პარკის მოსაწყობად პროექტი მზად არის და სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება.

“აქ ადრე იყო პარკი, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ გაუბედურებულია. ვიწყებთ ამ სამუშაოების განხორციელებას. პროექტი მზად არის. მცირე ცვლილებები იქნება საჭირო, რომ დიზაინი უფრო დახვეწილი იყოს. გამოვაცხადებთ ტენდერს და გაზაფხულიდან დავიწყებთ სამუშაოებს. გლდანს ერთ-ერთი საუკეთესო გამწვანებული პარკი ექნება”, - განაცხადა კახა კალაძემ.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.