ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გიორგი ბაჩიაშვილი: საერთაშორისო კომპანია VPS Healthcare საქართველოში სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით დაინტერესდა
12 თებერვალი, 2019

„ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი საერთაშორისო კომპანია VPS Healthcare საქართველოში სამედიცინო ტურიზმის სფეროში საინვესტიციო პროექტების განხორციელებით არის დაინტერესებული,“ – ამის შესახებ „კომერსანტს“ „თანაინვესტირების ფონდის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა განუცხადა.

მისივე განცხადებით, VPS Healthcare, ინვესტირების შესაძლებლობის შესწავლის მიზნით, ერთი თვის განმავლობაში ეწვევა საქართველოს.

„ კომპანიის მიზანია, ოპერირება გაუწიოს სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც სერვისს მიაწოდებენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. საქართველო კი ამ კუთხით მათთვის საკმაოდ ხელსაყრელი ლოკაციაა, თავისი ადგილმდებარეობიდან და ბიზნესის კეთების სიმარტივიდან გამომდინარე,“ – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

ფონდის გენერალური დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტულ პროექტებზე საუბარი არ შემდგარა, რადგან ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელმა საერთაშორისო კომპანიამ ჯერ უნდა შეისწავლოს საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემო და ჩაატაროს რეგიონული ბაზრის კვლევა.

„თუ აღნიშნული კომპანია გადაწყვეტს, კონკრეტული საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ჩვენს რეგიონში, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი აუცილებლად განიხილავს მათთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს,“ – აღნიშნა ბაჩიაშვილმა.

VPS Healthcare არის ინტეგრირებული, საერთაშორისო სტანდარტების ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი კომპანია, ათასობით დასაქმებული ადამიანით. მისი პორტფოლიო ასევე მოიცავს ფარმაცევტულ წარმოებას.

ლიკა გურაბანიძე

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.