ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გერმანიაში ქუთაისის პოპულარიზაცია იწყება - ინფოტური შემოდგომისთვისაა დაგეგმილი
18 მაისი, 2018

ქუთაისს შემოდგომაზე გერმანიიდან ტურისტული ჯგუფი ეწვევა. ინფოტურთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ქუთაისის ტურიზმის ცენტრში ბრანდერბურგის ფედერალური მიწის პარლამენტის თავმჯდომარე რიტა სტარკისა და პარლამენტის სხვა წევრების სტუმრობისას მიიღეს.

დაგეგმილი ინფოტურის მიზანი ქუთაისის და ზოგადად რეგიონის ტურისტული პოტენციალის გერმანიაში პოპულარიზაცია იქნება.

გერმანიის დელეგაციას ქუთაისის მერიაშიცუმასპინძლეს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მხარეებმა ურთიერთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, ტურიზმისა და განათლების კუთხით. საუბარი შეეხო სამომავლო პარტნიორობის საკითხებსაც

,,გერმანულ დელეგაციასთან სამომავლო პარტნიორობისა და თანამშრომლობის პერსპექტივები განვიხილეთ. ძირითადად ეს შეეხო ტურიზმისა და განათლების სფეროებს. სტუმრებს გავაცანით ქუთაისის ტურისტული პოტენციალი და შესაძლებლობები. განვიხილეთ ამ კუთხით დაგეგმილი სიახლეები. შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა და ორი მხარის ურთიერთობა სამომავლოდ ისევ გაგრძელდება სხვადასხვა საკითხებში," - განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ქუთაისის მეგობარი საქართველო-ბრანდერბურგის საზოგადოების თავმჯდომარე ბატონი პავლე შპეტიშვილი.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.