გერმანელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გერმანული ჟურნალ-გაზეთების და ონლაინ გამოცემების 9 წარმომადგენელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვია.
გერმანიიდან ჟურნალისტების მოწვევა ოქტომბერში დაგეგმილ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას უკავშირდება, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის ქვეყნის სტატუსით იქნება წარდგენილი.
ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე წიგნის სახლში შეხვდა და საქართველოს ტურისტულ მიმართულებაზე პრეზენტაცია გამართა. გერმანელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიებს მოამზადებენ. მომზადებული სტატიებით გერმანული მედიის აუდიტორია საქართველოს ისტორიისა და კულტურაზე ვრცელ ინფორმაციას მიიღებს.
9 დღიანი ტურის განმავლობაში ჟურნალისტებმა თბილისის ისტორიული უბნები, მცხეთა, ანანური, გუდაური და სტეფანწმინდა დაათვალიერეს. გერმანული მედიის წარმომადგენლებმა იმოგზაურეს კახეთშიც, ეწვივნენ მარნებს, სადაც ღვინის წარმოების ტრადიციულ წესებს გაეცნენ.
www.travelingeorgia.ge