ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
GEORGIAN AIRWAYS 8 ახალ მიმართულებას ამატებს
28 დეკემბერი, 2017
მომავალი წლიდან ქართული ავიაკომპანია Georgian Airways 8 ახალ მიმართულებას ამატებს. Bm.ge-სთან საუბრისას კომპანიის ხელმძღვანელი გივი დავითაშვილი აცხადებს, რომ ფრენები ახალი სანავიგაციო სეზონიდან, მარტიდან, შესრულდება. 

კომპანია თბილისის აეროპორტიდან პირდაპირ ფრენებს შეასრულებს ბერლინში, დიუსელდორფში, პარიზში, ბრიუსელში, ბარსელონაში, ბოლონიაში, ბრატისლავასა და კაზანში. 

გივი დავითაშვილის თქმით, ამ მიმართულებებზე მომხმარებლის მხრიდან საკმაოდ მაღალი მოთხოვნა ფიქსირდებოდა, რის გამოც კომპანიამ მათი დამატება გადაწყვიტა. 

რაც შეეხება სხვა სიახლეებს, კომპანია აპირებს გააქტიურებას ირანის მიმართულებითაც. გივი დავითაშვილის ინფორმაციით, 2017 წლეს არაერთი ჩარტერული რეისი შესრულდა და მომავალ წელსაც იმედი აქვთ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება.
 
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.