ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ღენტორ აბაშიძის სამარხს საჩხერეში კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
11 იანვარი, 2018

საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფ.ჭალაში მდებარე ღენტორ აბაშიძის სამარხს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

სამარხი 1905 წ. გარდაცვლილი თავადის ღენტორ აბაშიძის განსასვენებელია. საფლავის ქვაზე შესრულებულია აკაკი წერეთლის აკროსტიხი: „გამოსათხოვარი ღ მერთო მაღალო შენ განუსვენე ე რთგულსა შენსა ქრისტეს მიმდევარს ნ ეტარ ჰყავ იგი უკუნისამდე! ტ კბილი შეასვი აქ სიმწარით მკვდარს! ო ხვრით და ცრემლით გამოტარებულს, რ ისხვა არიდე მაღლით უფალო. ა ბრაამისა წიაღსა შინა ბ ინა მიუძღვენ შენ ძალთა-ძალო. ა ჰა მკითხველო! ეს ცრუ სოფელი შ ურის ბუდეა და უგნურების!. . . ი ცოდეთ ამბობს ამას ვინც ლოდქვეშ ძე ვს, ამბობს და თვით არ ეყურების!. . .“

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.