ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გელათის მონასტრის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს
07 სექტემბერი, 2018

მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, გელათის მონასტრის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს ახორციელებს.

პროექტი ორ ეტაპად გაიყო. პირველი ეტაპის სამუშაოები ითვალისწინებდა გუმბათის და ქვების რესტავრაციას, ხოლო მეორე ეტაპი ითვალისწინებს გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ეკვდერების გადახურვის, ცოკოლის და სადრენაჟო სისტემის რეაბილიტაციას.

გელათის მონასტრის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის მიზანია წვლილი შეიტანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში და ხელი შეუწყოს საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.