ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
GDG ჯგუფი იმერეთში მაღალი კლასის ორ სასტუმროს გახსნის
10 ივლისი, 2018

GDG ჯგუფი იმერეთში  ორ სასტუმროს 2019 წლის ბოლოსთვის გახსნის. როგორც „კომერსანტთან“ GDG ჯგუფის  დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე ამბობს, სასტუმროები  ქუთაისსა  და ვანში გაიხსნება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ სასტუმროს აშენებაზე კომპანიამ აეროპორტების გაერთიანებიდან თანხმობა უკვე მიიღო უკვე მიიღო. სამტრედიის მუნიციპალიტეტში  მენეჯმენტმა კი სამშენებლო ნებართვაზე განაცხადი 1 კვირის წინ შეიტანა.

წაქაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ქუთაისში სასტუმროს მშენებლობა  1 თვეში დაიწყება და 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

პროექტის მიხედვით, 5 სართულიანი სასტუმრო 5 ვარსკვლავიანი იქნება. 7 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაშენებული კომპლექსი მოიცავს 100 ნომრიან სასტუმროს და  საინვესტიციო ბიუჯეტი 5 მლნ დოლარია.

ვანის სასტუმრო 4 ვარსკვლვლავიანი იქნება. 35 ნომერზე იქნება გათვლილი, ინვესტიციების მოცულობა 1,2-1,3 მლნ დოლარია.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.