ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გაზაფხულზე, ბაკურიანს 3 კილომეტრიანი შემოვლითი გზა ექნება
10 დეკემბერი, 2018

2019 წლის გაზაფხულზე ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდება, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივებსა და ტურისტებს გაუმარტივდებათ გადაადგილება ბაკურიანის მიმართულებით.

ამ გზის არ არსებობის გამო საკმაოდ არაკომფორტული იყო ბაკურიანის მიმართულებით გადაადგილება, რადგან ზამთრის სეზონზე ხშირი იყო საცობები, რაც უსაფრთხო გადაადგილებას ხელს უშლიდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ეს პრობლემა სრულად მოგვარდება.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარს სცდება.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.