ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტო: თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე წყალი სუფთაა
30 მაისი, 2018

ზაფხულის სეზონზე ტბებსა და მდინარეებზე წყლის ხარისხი ერთ-ერთი აქტუალური საკითხია. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ წყლის ხარისხი თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე გამოიკვლია.

კვლევების შედეგად, მაისში, თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე წყალში ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ დაფიქსირდა.

სპეციალისტების აღებულ წყლის სინჯებში ტემპერატურა, pH, გახსნილი ჟანგბადი, ელექტროგამტარობა და მარილიანობა განისაზღვრა; 20 ქიმიურ და 3 მიკრობიოლოგიურ პარამეტრზე კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში განხორციელდა.

სპეციალისტები, საბანაო სეზონზე (მაისიდან სექტემბრის ჩათვლით), თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე წყლის რეგულარულ მონიტორინგს ახორციელებენ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.