ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
განსაკუთრებული პროდუქტი სააღდგომო სუფრისთვის - ქართული ღვინის წარდგენა კრაკოვოში
28 მარტი, 2018

პოლონეთში, ქალაქ კრაკოვოს უმსხვილეს სავაჭრო ცენტრში ქართული ღვინის დეგუსტაციები ეწყობა. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Malinova-ს ორგანიზებით იმართება და სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო. 

ღონისძიება ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის და გათვლილია იმ ადამიანებზე, რომლებიც სააღდგომო სუფრისთვის განსაკუთრებულ და საინტერესო პროდუქტს ეძებენ.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სადეგუსტაციო სტენდები, რაც არის კარგი შესაძლებლობა ახალი იმპორტიორებისთვის, რომელთაც პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის შეტანის გეგმები აქვთ.

ღონისძიება დაიწყო 22 მარტს და გაგრძელდება 30 მარტამდე. 

როგორც კომპანია Malinova-ს წარმომადგენლები აცხადებენ, ორი ქართულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმეს ახალმა იმპორტიორებმა.

ქართული ღვინის პოპულარიზაციისკენ მიმართული სხვადასხვა აქტივობა პოლონეთში მთელი წლის მანძილზე ჩატარდება, რადგან ეს ქვეყანა ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიული ბაზარია.

პოლონეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულშია. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 2 676 440 ღვინო, რაც 15 %-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, 2018 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით ექსპორტირებულია 441 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 41 % აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.