ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
განჯა-გაზახსა და ქვემო ქართლში საერთაშორისო ტურისტული მარშრუტების შექმნა იგეგმება
08 აგვისტო, 2018

ქვემო ქართლის ადმინისტრაცია განჯა-გაზახსა და ქვემო ქართლში საერთაშორისო ტურისტული მარშრუტების შექმნის საკითხს განიხილავს.

ამ მიზნით სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე მეტრეველმა სამხარეო ადმინისტრაციაში განჯა-გაზახის რეგიონის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ისაუბრეს რეგიონში საზღვრისპირა ტურიზმის განვითარების შესახებ და სამომავლო გეგმებზე.

პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება საერთაშორისო ტურისტული მარშრუტების შექმნას, რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას და არსებული პოტენციალის გაზრდას ითვალისწინებს.

აზერბაიჯანის დელეგაციის წევრები ერთი კვირის განმავლობაში ქვემო ქართლის შვიდივე მუნიციპალიტეტის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ. 

www.travelingeorgia.ge

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.