თელავში სასტუმრო “ალაზნის ველი” ფართოვდება. როგორც knews-ი წერს, სასტუმრო გაფართოებას სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეძლებს, პროექტის საინვესტიციო მოცულობა 800 000 ლარია.
31 ნომრიან სასტუმროს კიდევ 20 ოთახი დაემატება. გაიხსნება საცურაო აუზი, საკონფერენციო დარბაზი, ქართული მარანი ქვევრის ღვინით და სადეგუსტაციო დარბაზი.
სასტუმრო, რომლის გახსნა 2018 წლის ბოლოს იგეგმება, პირველ ეტაპზე 45 ადამიანს დაასაქმებს.
www.travelingeorgia.ge