ღამის ეკონომიკის ფარგლებში დედაქალაქის მასშტაბით ე.წ. Food Truck-ები განთავსდება
„ღამის ეკონომიკის ფარგლებში კიდევ ერთი პროექტი განხორციელდება. ე.წ. Food Truck-ები დედაქალაქის მასშტაბით, კონკრეტულ ლოკაციებზე განთავსდება“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ.
მისი თქმით, ამ პროექტთან დაკავშირებით მცირე ბიზნესი დიდ ინტერესს გამოხატავს.
„ღამის კვების ობიექტების განვითარების მიმართულებით, საკმაოდ დიდი ინტერესია, რომელიც მოსაწესრიგებელია, რადგან ღამის ცხოვრების მხრივ მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია. იმ გამოწვევებს, რომელიც ამ მიმართულებით დგას, უნდა ვუპასუხოთ“, – აღნიშნა ხუნწარიამ.
როგორც სოფიო ხუნწარიამ ვიდეოდიალოგის დროს თქვა, თბილისის ათივე რაიონში ასევე, ჩატარდება კვლევა, რომელიც თითოეული რაიონის პოტენციალს შეისწავლის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს დედაქალაქის რაიონები ღამის ეკონომიკის კუთხით.
თბილისის მერის მოადგილემ ღამის ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულ ნაბიჯების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“ღამის ეკონომიკა ერთმნიშვნელოვნად ეს არის კომუნიკაცია მერიასა და მცირე ბიზნესს შორის, კომუნიკაცია მოსახლეობასთან, ტურიზმთან და ა.შ. პირველი პროექტები უკვე განხორციელბულია. მაგალითისთვის, ეს არის N222 „ღამის ავტობუსი“, რომელიც ძალიან ეფექტურად მუშაობს. ღამის ეკონომიკის განვითარება არ არის მხოლოდ ტურიზმზე ან გართობაზე ორიენტირებული ადამიანებისთვის, რადგან სარგებელი უნდა მიიღოს ადგილობრივმა მოსახლეობამაც, რომელიც ღამის საათებშია დასაქმებული. N222 ავტობუსით კი, სწორედ ჩვენი მოსახლეობა სარგებლობს“, – განმარტა ხუნწარიამ.
businesstime.ge