ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„გალტ და თაგარტი“ საქართველოში ტურისტების ზრდის დიდ პოტენციალს ხედავს
03 მაისი, 2018

წელს შესაძლოა საქართველოს 4,2 მლნ ტურისტი ეწვიოს, - ასეთია საინვესტიციო ბანკი „გალტ & თაგარტის“ კვლევის შედეგი. ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში 2022 წლისთვის ტურისტების რაოდენობა 7,6 მლნ-ს მიაღწევს. 

კვლევის შედეგები საინვესტიციო ბანკმა კონფერენციაზე წარადგინა, რომელსაც ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრნენ. 

„გალტ & თაგარტის“ ტურიზმის სექტორის კვლევაში დეტალურად განხილულია ტურისტული ინდუსტრიის საკვანძო საკითხები: საერთაშორისო მოგზაურთა დინამიკა, ტურისტული ბუმის მიზეზები, განთავსების ობიექტების დინამიკა და ა.შ. კვლევაში განხილულია დარგის ძირითადი პრობლემები და მთავრობის პოლიტიკა ტურიზმის განვითარების მიმართულებით.

კვლევაში ნათქვამია, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა  გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, 2018 ახალი რეკორდების წელი იქნება და საქართველოს  რვა მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური (ყველა მოგზაური, რომელმაც საქართველოს ტერიტორიაზე 24 საათზე დიდხანს დაჰყო) ეწვევა, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალი კი, 3 მლრდ დოლარს გადააჭარბებს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.