შიდა ვიზიტორების აქტიურობა იზრდება. 2018 წლის II კვარტლის მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე შიდა ვიზიტორებმა საშუალოდ თვიურად 1,1 მლნ-ზე მეტი ვიზიტი განახორციელეს, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,05 მლნ ვიზიტი.
გაზრდილია ვიზიტორების დანახარჯები. "საქსტატის" 2018 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ხარჯმა 130 მლნ ლარს გადააჭარბა, როცა ეს მაჩვენებელი 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში 115,8 მლნ ლარი იყო.
საშუალო ხარჯი ვიზიტზე 8 ლარით არის გაზრდილი და 118,5 ლარს შეადგენს.
საშუალო ხარჯში ყველაზე დიდი წილი მოდის საყიდლებზე (საშუალოდ დღეში 39.4 ლარი), კვებასა (23,1 ლარი საშუალოდ) და ტრანსპორტზე (21,9 ლარი საშუალოდ).
ვიზიტებისას მონახულებული ადგილების ნუსხა რეგიონების მიხედვით: თბილისი – 27,2%, იმერეთი – 18,7%, აჭარა- 12.5%, კახეთი – 8,2%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 6,8%, ქვემო ქართლი – 7,2%, შიდა ქართლი – 6,4%, მცხეთა-მთიანეთი – 5,8%, სამცხე-ჯავახეთი – 3,4%, გურია – 2,2%, რაჭა-ლეჩხუმი – 1,3%, აფხაზეთი – 0,1%.
ვიზიტების უდიდესი წილი 52% მეგობრების და ნათესავების მოსანახულებლად განხორციელდა, მკურნალობა-გაჯანსაღება – 12,2%, შოპინგი – 11,6%, დასვენების მიზანი კი მხოლოდ 9,9%–ია, მეორე სახლის (აგარაკი და სხვა) მონახულება – 4,4%.
www.travelingeorgia.ge