ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
FlyUIA თბილისიდან ევროპის მიმართულებებზე ყოველკვირეულ აქციას აგრძელებს
17 ოქტომბერი, 2017

უკრაინული ავიაკომპანია FlyUIA თბილისიდან ევროპის მიმართულებებზე ყოველკვირეულ აქციას აგრძელებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე ეტაპისთვის ფასდაკლების აქცია თბილისიდან ლონდონის მიმართულებაზეა და თბილისი-ლონდონი-თბილისის მიმართულებაზე ავიაბილეთის ფასი 255 ევროა.

აქციის ფარგლებში ავიაბილეთების შეძენა 22 ოქტომბრის ჩათვლითაა შესაძლებელი, ხოლო მოგზაურობა 2017 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2018 წლის 28 თებერვლამდე პერიოდში, გარდა 20 დეკემბრიდან 10 იანვრამდე განხორციელებული რეისებისა.

„დაჯავშნეთ იაფად – იმოგზაურეთ ხშირად“, მოუწოდებს FlyUIA მგზავრებს.

FlyUIA-ს ინფორმაციით, თბილისიდან ევროპის ერთ-ერთ მიმართულებაზე ფასდაკლების აქცია ყოველი კვირის ორშაბათს იწყება, რომლის ფარგლებშიც ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება საიტზე www.flyuia.com


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.