კახეთში ფასდაკლებების კვირეული Discount Week იწყება. კვირეული 16 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით, გაიმართება.
Discount Week-ის მიზანია რეგიონის პოპულარიზაცია და არასეზონურ პერიოდში შიდა ტურიზმის წახალისება. პროექტი მოიცავს სასტუმროს, შატოებს, ღვინის მარნებს და სხვა ტურისტული ობიექტების ფასდაკლებებით სარგებლობას.
კვირეული ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით იმართება. ადმინიატრაციაში იმედოვნებენ, რომ პროექტი ხელს შეუწყობს კერძო სექტორს დამსვენებლების მოზიდვაში, რაც საბოლოო ჯამში მათ ბიზნესზე დადებითად აისახება.
ფასდაკლების კვირეულში ჩართვის მსურველი ორგანიზაციებისთვის, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ინტერესეთა გამოხატვა გამოაცხადა.
აღსანიშნავია, რომ Discount Week-ის კამპანია აჭარიდან დაიწყო, რომელიც 24 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით ჩატარდება. ფასდაკლებების კვირეულში ჩართულია აჭარის 15 სასტუმრო, 11 კვების ობიექტი, 5 ატრაქცია და 5 სავაჭრო ობიექტი.
ფასდაკლების კვირეულისთვის სპეციალური მარკეტინგული კამპანია შემუშავდა, რომელიც პროექტის სატელევიზიო გაშუქებას და სოციალურ ქსელში რეკლამას მოიცავს.
სპეციალურ ვებ-გვერდზე discount.georgia.travel განთავსებულია კვირეულში მონაწილე ყველა სასტუმრო, სავაჭრო, საკვები და სხვა ტურისტული ობიექტი შესაბამისი შეთავაზებით.
სხვადასხვა რეგიონში ფასდაკლების კვირეულის კამპანია ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2017 წელს დაიწყო.
www.travelingeorgia.ge