ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციაზე 1 მლნ ლარი დაიხარჯება
06 სექტემბერი, 2018

თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ქუჩის რეაბილიტაციაზე 1 მლნ ლარი დაიხარჯება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო და პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა.

ასევე, მოეწყობა ტროტუარები, ბორდიური, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული გადასასვლელები და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე განათებები. პროექტის ფარგლებში, გეგეშიძის ბაღიდან კეკელიძის ქუჩამდე 1-კილომეტრიანი მონაკვეთი მოწესრიგდება. ამ მონაკვეთზე სამუშაოები დაახლოებით 15 სექტემბრისთვის დასრულდება.

ზ. ფალიაშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე დღის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა გეგეშიძის ბაღიდან (ფალიაშვილის ქუჩის #34) ბაზალეთის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში შეზღუდულია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბლექ სი გრუპი“ აწარმოებს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.