საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული მეფე ერეკლე II-ისდროინდელი ზარბაზნის ნახვა ახლა უკვე 300 არაგველის ბაღშიც შესაძლებელია.
კრწანისის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, თბილისში ნაპოვნი მე-18 საუკუნის ექსპონატის ასლები, გამგეობის გადაწყვეტილებით, ქალაქის ისტორიულ გალავანთან განთავსდა.
ერეკლე II-ის ინიციატივით, თბილისში ჯერ კიდევ 1749 წელს ააგეს საარტილერიო ქარხანა (ჯაბახანა), სადაც ციხის თოფებს, ზამბულაკებს, თოფ-იარაღსა და ზარბაზნებს ასხამდნენ. ქარხანა მდებარეობდა ძველი თბილისის გარეუბანში - დღევანდელი კოტე აფხაზის, დადიანისა და ასათიანის ქუჩების მიმდებარედ.







1tv.ge