ექსტრემალური ტურიზმის განვითარების პერსპექტივები - საქართველოში მღვიმეებსა და კანიონებს სწავლობენ
ექსტრემალური ტურიზმის განვითარების მიზნით საქართველოში მღვიმეებისა და კანიონების შესწავლა მიმდინარეობს.
ამ მიზნით დასავლეთ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით აშშ-დან წყალქვეშამღვიმეებში ყვინთვის სპეციალისტიები ეწვივნენ. ჯგუფის წევრები ერთი კვირის განმავლობაში წყალტუბოს, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში ტურისტულად აუთვისებელ სპელეოლოგიურ რესურსებს გამოიკვლევენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ამერიკელი მყვინთავები ადგილობრივ სპეციალისტებს ტრენინგს ჩაუტარებენ და სპეციალურ აღჭურვილობას გადასცემენ, რომლითაც ტურისტებს მოემსახურებიან.
მიმდინარე ექსპედიციის და საქართველოს ექსტრემალური ტურისტული პოტენციალის შესახებ ჟურნალები: National Geographic, Underwater Speleology, და Quest სტატიებს და ბლოგებს მოამზადებენ.
www.travelingeorgia.ge