სტარტაპ მარკეტს საგამოფენო ცენტრი ” ექსპო ჯორჯია” უმასპინძლებს. ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება უკვე ბევრისთვის ნაცნობი ივენთების მოძრავი პლატფორმაა, რომელიც აგრძელებს გამორჩეული სტარტაპერების პოპულარიზაციას და ხდება მოტივატორი მათთვის, ვისაც სჯერა, რომ საყვარელი საქმითაც შეიძლება ფულის გამომუშავება.
სიახლეების, გართობისა და მრავალფეროვნების მოყვარულებს ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი 16-17 დეკემბერს ელის.
სტარტაპ ექსპოზე დამთვალიერებელს ამჯერადაც ერთმანეთისგან განსხვავებული, უნიკალური, თანამედროვე და თქვენთვის საინტერესო პროდუქცია დახვდება, რომელსაც 120-მდე მეწარმე წარადგენს.
ინდუსტრიები:
✗ ტანსაცმელი
✗ ფეხსაცმელი
✗ აქსესუარი
✗ სახლის დეკორი
✗ ავეჯი
✗ არტი
✗ კერამიკა
✗ თავის მოვლა
✗ მცენარეები
✗ სურსათი
✗ სასმელი
✗ კვება
✗ ტექნოლოგია
✗ ინოვაცია
www.bpi.ge