ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ენგურჰესის რეაბლიტაციისთვის EBRD 28 მილიონი ევროს 15-წლიან სესხს გამოყოფს
31 აგვისტო, 2017

"ენგურჰესის" რეაბლიტაციისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 28 მილიონი ევროს 15-წლიან სესხს გამოყოფს. 

საქართველოს მთავრობამ მოიწონა, "ენგურჰესის" სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ შემოთავაზებული სესხის ძირითადი ფინანსური პირობები: 

• სესხის ოდენობა –28 მილიონი ევრო; 
• სესხის ხანგრძლივობა –15 წელი (მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი 3.5 წელი); 
• საპროცენტო განაკვეთის ტიპი –ცვლადი, EURIBOR + 1%; 
• ადმინისტრირების გადასახდელი –სესხის თანხის 1%; 
• ვალდებულების გადასახდელი – წლიური 0.5% (აღნიშნულის დარიცხვა ხდება სესხის აუთვისებელ ნაწილზე).

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.