ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Ellinair-ი და Mouzenidis Travel-ი თბილისი-ჰერაკლიონის მიმართულებით ავიარეისებს იწყებენ
14 ივნისი, 2017

2017 წლის ზაფხულის სეზონის განმავლობაში საქართველოდან საბერძნეთში მოგზაურთათვის თბილისი-ჰერაკლიონის მიმართულება იხსნება. პირველი პირდაპირი რეისი თბილისიდან კუნძულ კრეტაზე ტუროპერატორ Mouzenidis Travel-ისა და ავიაკომპანია Ellinair-ისგან 16 ივნისიდან, ყოველ პარასკევს განხორციელდება.

დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით, Ellinair -ის ზაფხულის რეისების განრიგი 22 სექტემბრამდე იმოქმედებს. ავიარეისი ჰერაკლიონში საშუალებას მისცემს კავკასიის რეგიონის ტურისტებს გაამრავალფეროვნონ მოგზაურობის მიმართულებები და დაისვენონ საბერძნეთის საუკეთესო კურორტებზე.

ფრენების სიხშირიდან გამომდინარე ტურისტი შეძლებს დაგეგმოს ერთი, ან ორ კვირიანი ტურები, შეარჩიოს როგორც სრულფასოვანი დასვენება მთელი ოჯახით, ასევე საექსკურსიო მოგზაურობები.

აღსანიშნავია, რომ Mouzenidis Travel-ი საქართველოში ერთადერთი ტუროპერატორი, რომელიც კლიენტებს, საკუთარი პირდაპირი რეისების ბაზაზე, საბერძნეთში დასვენებას სთავაზობს. მოგზაურობის ვარიანტისა და ტურის შერჩევა შესაძლებელია ნებისმიერ ტურისტულ სააგენტოში.

Mouzenidis Travel- ი და Ellinair-ი ხსნიან მოგზაურობისა და საქმიანი შეხვედრების ახალ შესაძლებლობებს. ავიაკომპანიები სრულდება თანამედროვე Boeing 737 ტიპის ლაინერით.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.