ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ელკანა“ ტურიზმის სექტორში ჩართული ღარიბი თემებისა და მიკრო მეწარმეების დახმარებას გეგმავს
09 თებერვალი, 2018

ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია „ელკანა“ ტურიზმის სექტორში ჩართული ღარიბი თემებისა და მიკრო მეწარმეების დახმარებას გეგმავს.

პროექტს ასოციაცია იაპონიის სოციალური განვითარების ფონდის დაფინანსებით და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ახორციელებს

„საქართველოს ტურიზმის სექტორში ჩართული ღარიბი თემებისა და მიკრო მეწარმეების შესაძლებლობების გაზრდის“ პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციის წარმომადგენლები 12 თებერვალს, 14:00 საათზე, ყვარელში (საკრებულოს სხდომათა დარბაზში, კუდიგორის ქუჩა #1) ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება. 

პროექტის წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს დეტალურად აუხსნიან როგორ მიიღონ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა, რა შემთხვევაში დაფინანსდება მათი იდეები და როგორ მოხდება იდეების წარდგენა. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.