ძალისში სამარხებს, არქიტექტურულ კომპლექსსა და სასანიანი შაჰი შაპურ IV-ის გამოსახულებიან თიხის ბულას მიაკვლიეს
ძალისის ნაქალაქარში მიმდინარე არქეოლოგური კვლევების დროს სამ სამარხსა და დიდ არქიტექტურული კომპლექსს მიაკვლიეს.
გათხრების მნიშვნელოვან აღმოჩენას მიეკუთვნება თიხის ბულა, რომელზეც სასანიანი შაჰი შაპურ IV გამოსახული, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გამოსახულების გარშემო მოთავსებული არამეული წარწერა ამ ბულით დაბეჭდილ წერილობით გზავნილს ეკუთვნის, რომელიც დიდი ალბათობით უშუალოდ შაჰის კანცელარიიდან იყო იბერიის სამეფოში გამოგზავნილი.
არქეოლოგების წინასწარი დასკვნით დიდ არქიტექტურულ ნაგებობაში აღმოჩენილი ბულა, მინის ჭურჭელი, თიხის ჭურჭელი და კრამიტი არქეოლოგიურ კომპლექსს ჩვ. წელთაღრიცხვის III – IV სს. ათარიღებს.
„მიუხედვად იმისა, რომ დიდი ნაგებობის მხოლოდ მცირე ნაწილია გათხრილი, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ის გრანდიოზულ და მნიშვნელოვან ნაგებობას წარმოადგენს, რაზეც ნაგებობის კედლების ზომები და იქ აღმოჩენილი არტეფაქტები მიანიშნებენ. მეცნიერები არ არის გამორიცხავენ, არქიტექტურული ნაგებობა სატაძრო კომპლექსს, ან მის ნაწილს წარმოადგენდეს“, - განმარტავენ სააგენტოში.
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ძალისში სამეცნიერო კვლევა ძიების მე-3 სეზონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური უზრუნველყოფით სრულდება. არქეოლოგიური ექსპედიცია საქართველოს ეროვნული მუზეუმსა და ვარშავის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე მიმდინარეობს. ძალისის აკლდამის მიდამოებში 2 წლიანი დაზვერვების შედეგად მიკვლეულ უბანზე მიმდინარე სამუშაოებმა წელს ფართომასშტაბიანი ხასიათი მიიღო.
სამეცნიერო კვლევა ძიების სამუსაოების ძალისას კომპლექსზე მომავალ წელსაც გაგრძელდება.
ძალისის ნაქალაქარი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ძალისში მუხრანის ველზე მდებარეობს. ანტიკური და ადრეშუასაუკუნეების ხანების ნაქალაქარი გაშენებული ყოფილა მდ. ნარეკვავის ორივე ნაპირზე, მცხეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 20 კმ-ის დაშორებით.
www.travelingeorgia.ge