ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებისა და უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს შორის დღეს სასტუმრო „თბილის მერიოტში“ შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრის მიზანია ამ ინდუსტრიებს შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის ჩატარებული კვლევის შედეგების გაცნობა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიების დაკავშირება პროფესიული განათლების სექტორთან, რათა განხორციელდეს კვლევის დასკვნითი ფაზა. დასკვნითი ფაზა გულისხმობს რეკომენდაციებს თანამშრომლობის გაუმჯობესებისთვის.
კვლევის მიზანია, სასტუმრო და მასპინძლობის ინდუსტრიასთან დაკავშირებული სამუშაო ძალის უნარ-ჩვევების განვითარება, რაც ინდუსტრიაში მცირე და საშუალო ბიზნესის მეტ ეფექტურობას განაპირობებს.
კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 20-მდე სასტუმროსა და 10-მდე პროფესიული განათლების დაწესებულების წარმომადგენლები. კვლევის წინაპირობა 2015-2016 წლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ევროპის განათლების ფონდის ორგანიზებით (ETF) ჩატარებული „Trainings Needs Assessment” გახდა, რომლის საფუძველზე გამოიკვეთა სასტუმრო ინდუსტრიის დარგში არსებული გამოწვევები.
შეხვედრაზე გაიმართება კვლევის 2 ფაზის პრეზენტაცია, ასევე გაიმართება დისკუსია.
შეხვედრა „თანამშრომლობის ხელშეწყობა განათლებასა და ბიზნესს შორის“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ევროპის განათლების ფონდის (ETF) რგანიზებით გაიმართება.
www.travelingeorgia.ge