ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დიღომი - დიდგორი - თელოვანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დეკემბერში დასრულდება
27 აგვისტო, 2018

საბურთალოს რაიონში, სოფელი დიღომი - დიდგორი - თელოვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის კაპიტალურ რეაბილიტაციაზე 3 მლნ ლარი დაიხარჯება.

სამუშაოები უკვე დაიწყო და დეკმებრის ბოლოსთვის დასრულდება. კახა კალაძემ განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე გზა ცუდ მდგომარეობაშია.

ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით ზამთარში, გადაადგილება ძალიან უჭირს. ამ ეტაპზე გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს საფუძვლის მომზადება ასფალტის საფარის დასაგებად. პროექტი 5 კმ გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, რომლის ფარგლებში სულ 42 000 მ2 ასფალტის საფარი მოეწყობა. აგრეთვე გათვალისწინებულია ზედაპირული წყლის მოცილების ღონისძიებები. სამუშაოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია „კავთა“ ახორციელებს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.