თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, დღეს „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა არ იმუშავებს.
კომპანიის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 26 დეკემბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე, „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზას დროებით შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც საბაგირო გზა ვერ მოემსახურება მგზავრებს.
მიზეზი "თელასის" მიერ წარმოებული გეგმიურ-ტექნიკური სამუშაოებია.
ავტორი: მაია დემეტრაშვილი
www.travelingeorgia.ge