ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დეგუსტაცია და წარდგენა - იაპონიაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება
06 სექტემბერი, 2018

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოსა და ჰოკაიდოს პრეფექტურის ქალაქ საპოროში ქართული ღვინის წარდგინეს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის ორგანიზებით ასევე გაიმართა დეგუსტაცია, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და იაპონიის საუკეთესო სომელიეთა კონკურსის სამგზის გამარჯვებული მაკოტო აბე უძღვებოდნენ.

იაპონიაში გამართულ დეგუსტაციებზე პროფესიონალ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი ღვინოები: „რქაწითელი სუპერიორი 2015“ (შატო მუხრანი), „რქაწითელი 2014“ (ორგო), „მწვანე 2015“ (შუმის ხაზი „იბერიული“), „მწვანე 2016“ (მეღვინეობა ვაზიანის ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“), „საფერავი 2016“ (გიუაანი), „მუკუზანი 2014“ (შუმის ხაზი „იბერიული“), „საფერავი 2015“ (შალაურის მარანი). 

ქართული ღვინის დეგუსტაციებს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული სომელიეები, დისტრიბუტორები, რესტორნებისა და სასტუმროების წარმომადგენლები, ჯამში 130-მდე ადამიანი დაესწრო. 

ტოკიოში ასევე გაიმართა ქართული ღვინისა და აზიური კერძების შეხამების ვახშამი, სადაც წარმოდგენილი იყო ღვინოები: „რქაწითელი“ (ხოხბის ცრემლები), „ჩინური 2016“ (ლაგვინარი), „მწვანე ქვევრის 2016“ (ქვევრის ღვინის მარანი), „ქისი 2017“ (შუმის ხაზი „იბერიული“), „ოცხანური საფერე 2015“ (ლაგვინარი) და „საფერავი 2016“ (ორგო).

იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 170 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 79%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.