ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დედა ენის ბაღში საახალწლო ქალაქი მოეწყო
22 დეკემბერი, 2017

დედა ენის ბაღში საახალწლო ქალაქი მოეწყო. თბილისის მერია მსურველებს საახალწლო ქალაქი 24 დეკემბრიდან ელის. გასართობი პროგრამები ბაღში 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება. მოწყობილია მრავალფეროვანი ატრაქციონები.

თბილისის მერიის ცნობით, საახალწლო ქალაქი სტუმრებს ყოველდღე 10:00-დან 00:00 საათამდე, უმასპინძლებს. გაიმართება საახალწლო ბაზრობა; იქნება ყინულის მოედანი; მოეწყობა ღია კინოთეატრი; ხის ნაკეთობათა სახელოსნო; თოვლის ბაბუა და საყვარელი შემსრულებლების საახალწლო კონცერტები: ნიაზ დიასამიძე და 33ა, რობი კუხიანიძე და ჯგუფი „Outsider"; ბასტი ბუბუ; პარა ორკესტრი და დათუნა ალადაშვილი; „ბლექ მაროუზი"; „რეზო და ბავშვები".

ავტორი: მაია დემეტრაშვილი

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.