ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
davliot.com - პირველი ონლაინ ბარმენი საქართველოში
08 ნოემბერი, 2017

უკვე ერთი კვირაა ინტერნეტსივრცეში ახალი მომსახურება - პირველი ონლაინ ბარმენი - გამოჩნდა. საუბარია ვებგვერდზე davliot.com, რომელიც პირველი ნოემბრიდან ამუშავდა და მომხმარებლებს შორის საკმაოდ დიდი ინტერესით სარგებლობს. რა მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს ვებგვერდი და როგორია მისი შექმნის ისტორია, "საქმის კურსს" davliot.com - ის თანადამფუძვნებელი შოთა წოწორია ესაუბრება. 

- რა არის davliot.com და რა მომსახურებას სთავაზობს ის მომხმარებელს? 

- davliot.com არის N1 ონლაინ ბარმენი საქართველოში, რაც გულისხმობს იმას, რომ ვებგვერდი უზრუნველყოფს ალკოჰოლური სასმელების(ლუდი, ღვინო, არაყი, ვისკი...) და მასთან დაკავშირებული პროდუქციის შეკვეთის და მიტანის სერვისს. პლატფორმა მომხმარებელს სთავაზობს მხოლოდ ორიგინალ, უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, რომლის ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია. 

- უფრო დეტალურად, რა პროდუქციის შეძენა შეუძლია თქვენთან მოხმარებელს? 

- ჩვენს ვებ-გვერდზე მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს სხვადასხვა სახის ალკოჰოლური სასმელი: გერმანული, ჩეხური, ინგლისური, ბელგიური, ჰოლანდიური, ლიტვური და სხვა ქვეყნის გამორჩეული ლუდები, როგორც ჩამოსასხმელი, ასევე ქილის და ბოთლის. ქართული, მხოლოდ მაღალი ხარისხის ჩამოსასხმელი და ბოთლის ღვინოები, ჩამოსასხმელი და ბოთლის პრემიუმ ხარისხის არყები, ორიგინალი და გამორჩეული ვისკები მწარმოებლებისგან. აქვეა სხვადასხვა სახის "წასახემსებელი საკვები“ (ჩიპსი, მიწის თხილი, ორცხობილები...), ხორცის პროდუქტები, ძირითადად ძეხვეული, მზა თევზეულის ფართო არჩევანი. ყველა ამ პროდუქციაზე ტრადიციულად იქნება მიმდინარე აქციები და ფასდაკლებები, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის პრემიუმ ხარისხის ალკოჰოლს. 

- როგორ ხდება პროდუქციის შეკვეთა? ადგილზე მიტანა? 

- პროდუქციის შეძენისთვის მომხმარებლს ძალიან მარტივი ოპერაციის გაკეთება უწევს: მომხმარებელი შემოდის ვებ-გვერდზე davliot.com, სადაც მთავარი შეკითხვაა - "რას მიირთმევ, მეგობარო?", ირჩევს სასურველ პროდუქციას და ამატებს კალათაში, უთითებს მიტანისთვის სასურველ მისამართს, დროს, საკონტაქტო ნომერს და აფორმებს შეკვეთას. მომხმარებელი საფასურს იხდის ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების მეშვეობით. ადგილზე მიტანს რაც შეეხება, მიტანის მაქსიმალური დრო თბილისის ნებისმიერ უბანში 50 წუთია, მინიმალური კი 15 წუთი. ჩვენთვის მთავარია, მივიტანოთ შეკვეთა იმაზე სწრაფად, ვიდრე ჩვენი მომხმარებელი სუფრის გაშლას მოასწრებს. მიტანის საფასური კი ყველა მიმართულებით მხოლოდ 3 ლარია. 

- მხოლოდ თბილისშია შესაძლებელი შეკვეთა, თუ საქართველოს სხვა ქალაქებშიც? 

- ამ ეტაპისთვის სერვისით სარგებლობა მხოლოდ თბილისშია შესაძლებელი, თუმცა, რასაკვირველია იგეგმება გაფართოება სხვა დიდი ქალაქების მიმართულებით. 

- საიდან გაგიჩნდათ ვებგვერდის შექმნის იდეა? 

- როგოც ყველა საინტერესო იდეა, "დავლიოთ", ჩვენი აზრით, უბრალოდ მარტივი მიგნება და რელობის უკეთესისკენ შეცვლის მცდელობაა. იდეაც სწორედ რელობიდან გამომდინარე მოვიდა - ცხელ ზაფხულში, როცა ხალხის რიგი იდგა ლუდის "დახლებთან". ძალიან რთულია ხარისხიანი ლუდის პოვნა თბილისის ყველა უბანში, ასევე, ალბათ, ყველას გვქონია მომენტი, როცა სასმელი უნდა "დავამატოთ", თუმცა, ამის გამო სუფრიდან, სახლიდან ან საქმიდან მოწყვეტა არავის სურს, ამიტომ გადავწყვიტეთ, იქ მივიტანთ ხარისხიანი სასმელი, სადაც ჩვენ მომხმარებელი იქნება, სწორედ აქედან დაიბადა იდეა გაგვეკეთებინა "ონლაინ ბარმენი", რომელიც თქვენთან მოიტანს იმაზე მალე, ვიდრე თქვენ სუფრას გაშლით. იდეის განხორციელებაზე მეგობრებმა ვიზრუნეთ და გვჯერა, რომ "დავლიოთ" იქნება პირველი, ყველასთვის საყვარელი და სასურველი ონლაინ ბარმენი. 

- ეს არის პირადი ინვესტიცია, თუ სახელმწიფო პროგრამა დაგეხმარათ ბიზნესის წამოწყებაში? 

- ეს არის აბსოლუტურად პირადი ინვესტიცია, ჩვენი ფინანსებით და რესურსებით შევქმენით ყველაფერი ნულიდან, ეს ეხება დიზაინს, ვებ-გვერდს, მარკეტინგს და ყოველგვარ დეტალს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აქტიური და პროფესიონალური მუშაობისთვის ჩემს გუნდს, მათი როლი დიდი და მნიშვნელოვანია კომპანიის განვითარებისთვის. 

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.