ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„დანერგე მომავალი“ სუფრის ყურძნის გაშენებას დააფინანსებს
15 მარტი, 2018

მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი" ცვლილებები შევიდა. პროგრამას ემატება სუფრის ყურძნის წარმოება, დამატებულია კიდევ ერთი კუკლტურა ფისტა.

პროგრამის მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტისა და სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, მონაწილეობა დასაშვები ხდება იმ პირებისთვისაც, რომელთაც გრძელვადიანი იჯარით მიღებული აქვთ მიწის ნაკვეთები მუნიციპალიტეტის ორგანოსგან ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან.

პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, პროექტი „დანერგე მომავალი" უკვე 3 წელია წარმატებით ხორციელდება და შედეგად საქართველოში 4 700 ჰექტარზე გაშენდა ახალი ბაღები.

„სახელმწიფო აფინანსებს 70%-ს ნერგების საფასურს და ასევე, წვეთოვან სარწყავ სისტემაზე არის 50%-იანი გრანტი გათვალისწინებული. ვამატებთ ორ ახალ კულტურას სუფრის ყურძნის, წარმოებას - ხაზს ვუსვამ, ეს არ არის ღვინისთვის განკუთვნილი ჯიშები, ეს არის სუფრის ყურძნის ჯიშები. ასევე, ფისტას კულტურას, რომელზეც დიდი მოთხოვნაა დღეს მსოფლიოში, საქართველოში კი კარგი შესაძლებლობაა ფისტას წარმოების.

სამწუხაროდ ქვეყანაში, რომელიც არის უძველესი ღვინის კულტურის ქვეყანა, სუფრის ყურძენი დღეს, თითქმის, მთლიანად იმპორტით შემოდის საქართველოში.

მხოლოდ ბოლო პერიოდში დაიწყო სუფრის ყურძნის ჯიშების წარმოება და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით თანადაფინანსება იქნება მნიშვნელოვანი - ქვეყანაში იმპორტის ჩანაცვლებისა და რა თქმა უნდა, ადგილობრივი სასოფლო სამეურნეო პოტენციალის გასავითარებლად“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.