ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დაცული ტერიტორიების სააგენტო ტურისტული სეზონისთვის ემზადება
13 აპრილი, 2018

დაცული ტერიტორიების სააგენტო ტურისტული სეზონისთვის ემზადება. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი ამბობს, რომ 2018 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნისთვის სააგენტო განსაკუთრებით ემზადება.

გელა ხანიშვილი ტურისტებისთვის ახალ შეთავაზებებზე აცხადებს. ამბობს, რომ ახალ სეზონზე ტურისტები შეძლებენ ეწვიონ ნავენახევისა და საწუბრლიას მღვიმეებს, ოკაცეს ჩანჩქერს, ალგეთისა და ყაზბეგის ეროვნული პარკების ახლადაშენებულ ვიზიტორთა ცენტრებს

აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო სიახლით წარსდგა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა Caucasus Travel Fair-ზე - დამთვალიერებლებს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ინტერაქტიული საგამოფენო პავილიონი წარუდგინა. ინოვაციური პროექტი „დამატებითი რეალობა“ საქართველოში პირველად განხორციელდება. გამოფენის სტუმრები საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე არსებულ სერვისებს გაეცნობიან.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.