საქართველოს დაცული ტერიტორიები ახალ ტურისტულ სეზონს გაუმჯობესებული სერვისით ხვდება. ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ტრენინგები ჩაუტარდათ.
ტრენინგები WWF კავკასიის ოფისისა და ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს, TJS-ის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
პროექტი სამ ეტაპად ჩატარდა და მასში მონაწილეობა დაცული ტერიტორიების ოცივე ადმინისტრაციის ვიზიტორთა სპეციალისტებმა მიიღეს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოში ამბობენ, რომ ეკოტურისტული პროდუქტების და სერვისების გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე ზრუნვა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.
www.travelingeorgia.ge