ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ 30%-ით მოიმატა
15 იანვარი, 2018

2017 წელს, დაცულ ტერიტორიებს ვიზიტორები მსოფლიოს 97 ქვეყნიდან ესტუმრნენ, მათგან ყველაზე მეტი ვიზიტორი დაფიქსირდა გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. 

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტორთა რაოდენობა განსაკუთრებით, 203%-ით გაიზარდა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, 64%-ით ინდოეთიდან, 63%-ით ლატვიიდან, 48%-ით ლიტვადან და რუსეთიდან. საქართველოს დაცულ ტერიტორიებს პირველად ესტუმრნენ ვიზიტორები ლიბანიდან, ლიბიიდან, ტაჯიკეთიდან, იემენიდან, ტუნისიდან, სამხრეთ სუდანიდან და ნეპალიდან. 

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ 2017 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით მოიმატა და 954 397 შეადგინა. 

2017 წელს 2016 წელთან შედარებით უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 33%-ით გაიზრდა, ხოლო ქართველების 28%-ით. ვიზიტორთა 57% ქართველი, 43% კი უცხოელია. 

ყველაზე პოპულარული ტერიტორიების ტოპ 5-ეული ასე გამოიყურება: 

პრომეთეს მღვიმე - 163 941 

მარტვილის კანიონი - 147 374 

ყაზბეგის ეროვნული პარკი - 154 085 

სათაფლია - 85 526 

ოკაცეს კანიონი - 73 113 

ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ დაცულ ტერიტორიებზე: 

მაჭახელას ეროვნული პარკი - ზრდა 147% 

მარტვილის კანიონი - ზრდა 136% 

ალგეთის ეროვნული პარკი - ზრდა 74% 

თბილისის ეროვნული პარკი- ზრდა 47% 

მტირალას ეროვნული პარკი - ზრდა - 41% 

ოკაცეს კანიონი - ზრდა - 40% 

პრომეთეს მღვიმე - ზრდა - 19% 

20 ადმინისტრაციიდან მხოლოდ 5 დაცული ტერიტორიის წვლილი საქართველოს ეკონომიკაში შეადგენს 86 542 878 ლარს, რაც მოიცავს როგორც ეკოტურისტული სერვისების, ისე ადგილობრივი ბიზნესის შემოსავლებს. კვლევა დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაკვეთით, პროექტის „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში - საქართველო“ ფარგლებში გერმანელმა ექსპერტმა ყაზბეგის, ლაგოდეხის, მარტვილის, მტირალას და პრომეთეს დაცულ ტერიტორიებზე ჩაატარა. კვლევა ეფუძნება საქსტატისგან, ვიზიტორებისა და ადგილობრივი ტურისტული სერვისების მიმწოდებლებისგან მიღებულ ინფორმაციას.

ფოტო: გიორგი ნიკოლავა

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.