ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ცვლილებები საქმიანი ტურიზმის განვითარებისთვის
21 აგვისტო, 2018

აჭარის მთავრობა MICE ტურიზმის განვითარების პროექტზე მუშაობს, რისთვისაც „საგადასახადო კოდექსში“ გარკვეული ცვლილებების შეტანა გახდება საჭირო, - ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო BPI ავრცელებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის თქმით, კონცეფცია უკვე მზადაა და აჭარასა და ზოგადად საქართველოში MICE ტურიზმის განვითარების მიზნით მუშაობა მიდის ცენტრალურ ხელისუფლებასთან.

სააგენტო წერს, რომ საკანონმდებლო დონეზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, აჭარა შეეცდება კონკრეტულ კომპანიებს, რომლებიც რეგიონში კორპორატიულ და წარმომადგენლობით ოფისებს გადაიტანენ პროგრესული საგადასახადო შეღავათები შესთავაზოს.

აღსანიშნავია, რომ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ტურიზმთან დაკავშირებული ინიციატივები შემოდგომისთვის დაანონსა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.