ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
commersant.ge: პეპლების პირველი პარკი შესაძლოა ბათუმში აშენდეს
05 სექტემბერი, 2018
საქართველოში, პეპლების პირველი პარკი   შესაძლოა ბათუმში აშენდეს, - ინფორმაციას "კომერსანტი" ავრცელებს.
 
"კომერსანტი" წერს, რომ პროექტი ამ ეტაპზე იდეის დონეზეა, თუმცა არსებული გეგმით დოქის ფორმის პარკი 3 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება. 
 
საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ოსმან ჩალიშქანი-მჟავანაძის თქმით, თავდაპირველად, სხვადასხვა ჯიშის პეპლის იმპორტი განხორციელდება, პარკის გახსნიდან 6 თვეში კი პეპლების გამრავლება ადგილზე მოხდება. 
 
ოსმან ჩალიშქანი-მჟავანაძე აცხადებს, რომ ამჟამად აჭარის მთავრობასთან და ქალაქის მერთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები მიწის გამოყოფასთან დაკავშირებით. მისივე ინფორმაციით,პეპლების პარკში 1.5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.