კულტურული მეკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით,
უძრავი ძეგლების 2019 წლის სარეაბილიტაციო პროგრამულ ნუსხაში სოფელ ქვემო ნიჩბისში მდებარე ციციშვილების ციხე-დარბაზი შევა.
გრანდიოზული არქიტექტურული კომპლექსი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წლის მაისში მიენიჭა,

სასახლე ორსართულიანია და მოიცავს საცხოვრებელ კოშკს, აბანოს, მრგვალ კოშკს, ციციშვილების საგვარეულო საფლავს, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობასა და აფთიაქს.

სარესტავრაციო-საკონსერვაციო პროექტს კულტურული მეკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქიტექტურის სამსახური მოამზადებს. სპეციალისტების წინასწარ შემუშავებული კონცეფციით, რეაბილიტირებული ციხე-დარბაზის შიდა არეალში მოეწყობა საზაფხულო სკოლა, შემეცნებით-საგანმანათლებლო სივრცეები, განთავსდება ტურისტული ელემენტებისა და საინფორმაციო ბანერები.

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო ნიჩბისში მდებარე ციციშვილების ციხე-დარბაზი XVII საუკუნის ძეგლია. 1615 წელს ნიჩბისის სასახლე მეფე ლუარსაბ II-მ ქაიხოსრო და მერაბ ციციშვილებს უბოძა, რომელთაც მომდევნო წლებში ციხე-დარბაზი ააგეს. ციხის ტერიტორიის სამხრეთით მდებარეობს ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი-სასახლე, რომლის უმეტესი ნაწილი ამჟამად დანგრეულია.

XX საუკუნის 40-იან წლებში დაშენებული ახალი კედლების შედეგად სასახლებზე სოფლის სკოლად იყო გადაკეთებული, რაც მისი პირვანდელი სახის დადგენას ართულებს. გასული საუკუნის მეორე ნახევარში განმავლობაში ციხე-დარბაზის გალავანს, საბრძოლო კოშკსა და „მრგვალ“ კოშკს ეტაპობრივად უატარდებოდა რესტავრაცია.
www.travelingeorgia.ge