ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჭრებალო-ნიკორწმინდის დამაკავშირებელი 26 კმ-იანი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის დასრულების შემდეგ, კეთილმოწყობილი საავტომობილო გზით მუნიციპალიტეტის 8 სოფელი ისარგებლებს.
პროექტის ფარგლებში ხორციელდება არსებული გზის გაფართოება, სანიაღვრე არხებისა და ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა.
სამშენებლო სამუშაოებს 18,494 მლნ ლარით მსოფლიო ბანკი აფინანსებს და საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
www.travelingeorgia.ge