ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ჩოგოვაძე: ჩვენ გავზრდით ტურისტების რაოდენობას ჩინეთიდან
24 იანვარი, 2018

"ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს, იმისთვის, რომ გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა ჩინეთიდან" - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. გიორგი ჩოგოვაძის განმარტებით, საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. მისი თქმით, ეს პროცესი არ გულისხმობს უვიზო რეჟიმს.

"ეს მიმართულება ჯერ დახვეწის პროცესშია. ჩინეთი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული ბაზარი, როგორც ჩვენთვის, ასევე მსოფლიოს ბევრი სხვა ქვეყნისთვის. ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს, იმისთვის, რომ გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა ჩინეთიდან. ეს პროცესი გულისხმობს გარკვეული მიმართულებებით ქვეყნებს შორის კომუნიკაციის გამარტივებას, თუმცა ეს ჯერ სამუშაო პროცესია", -განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

imedinews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.