ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ჭიათურის საბაგიროების რეაბილიტაცია წლის ბოლოსთვის დასრულდება
23 მაისი, 2018

ჭიათურაში ადგილობრივები და სტუმრები წლის ბოლოსთვის, ეკოლოგიურად სუფთა, ახალი სამგზავრო-საბაგირო ტრანსპორტით, შეძლებენ სარგბელობას. საბაგირო გზების სისტემებისა და სადგურების განახლება უკვე მიმდინარეობს.

პროექტი 40 მლნ ლარი ჯდება.

3 ათეული წელია ხაზები და გონდოლები ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს და საფრთხეს უქმნიდა მგზავრებს. ამიტომ, სამგზავრო საბაგიროს მუშაობა 2016 წელს შეწყდა.

საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, გასულ წელს, საბაგირო გზებისა და სადგურების რეკონსტრუქცია დაიწყო.

პროექტის თანახმად, სრულად აღდგება ცენტრალური სადგური და მისგან გამავალი ოთხი მიმართულება. გზის საერთო სიგრძე 3428 მეტრია რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის მოწოდება ფრანგულმა კომპანიამ Pomagalski უზრუნველყო.

საბაგირო ტრანსპორტი,  ჭიათურის მთა-გორიან რელიეფზე, მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან გადაადგილების  ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. ყოფილ საბჭოთა კავშირში, პირველი სამგზავრო საბაგირო გზა, სწორედ ჭიათურაში აშენდა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.