ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ჭიათურაში საბაგირო აღდგება
04 სექტემბერი, 2018

ჭიათურაში საბაგირო გზების აღდგენა მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ, კი ჭიათურლები და ჭიათურის სტუმრები ეკოლოგიურად სუფთა, ახალი სამგზავრო-საბაგირო ტრანსპორტით ისარგებლებენ.

პროექტის ფარგლებში გათვალისიწნებულია საბაგირო გზებისა და სადგურების რეკონსტრუქცია, აღდგება ცენტრალური სადგური და მისგან გამავალი ოთხი მიმართულება. გზის საერთო სიგრძე 3428 მეტრია.

რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის მოწოდება ფრანგულმა კომპანიამ Pomagalski უზრუნველყო. 

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი  საქართველოს და საფრანგეთის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს, ბიუჯეტი 40 მლნ ლარია. 

საბაგირო ტრანსპორტი, ჭიათურის მთა-გორიან რელიეფზე, მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. ყოფილ საბჭოთა კავშირში, პირველი სამგზავრო საბაგირო გზა, სწორედ ჭიათურაში აშენდა. ჯერ კიდევ 90-იან წლებში არსებული ხაზები და გონდოლები ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს, უფრო მეტიც, ხანგრძლივად ექსპლუატაციის   გამო საფრთხეს უქმნიდა მგზავრებს, ამიტომ სამგზავრო საბაგიროს მუშაობა 2016 წელს შეწყდა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.