ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
13 ქვეყანის წამყვან ტელევიზიებში საქართველოზე სიუჟეტები გავა
31 აგვისტო, 2018

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს 13 ქვეყნის წამყვანი ტელევიზიის ჟურნალისტები და ოპერატორები ეწვივნენ.

პრესტურის ფარგლებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული პოტენციალის შესახებ 13 სატელევიზიო სიუჟეტი და 20-ზე მეტი სტატია მომზადდება.

უცხოელი ჟურნალისტები ბათუმში საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს „აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი“ დაესწრნენ. SOHO BATUMI-ში გაიმართა გალა კონცერტი, სადაც ფესტივალის ფინალისტები დააჯილდოეს.

საერთაშორისო მედია საშუალებების 40 წარმომადგენელმა ტურის ფარგლებში დაათვალიერეს თბილისი, მცხეთა, ბათუმი და ქუთაისი.  ტურის მონაწილეებს შეხვდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.