ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბრიტანულმა გამოცემა The telegraph-მა საქართველო 2019 წლის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა
05 თებერვალი, 2019

გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა The telegraph-მა საქართველო 2019 წლის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა.

“საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია. მაღალი მთებით, უძველესი მონასტრებით, სტუმართმოყვარე ხალხით ცნობილი საქართველო ღვინის სამშობლოა, სადაც შეგიძლიათ ტურისტულ ბილიკებს გაჰყვეთ და ისიამოვნოთ.
გასულ წელს საქართველოში 8 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა.
ლონდონსა და ქუთაისს შორის დანიშნული პირდაპირი ავიარეისის შედეგად 2019 წელს საქართველოს თოვლით დაფარულ მწვერვალებს, მდელოებზე ხალიჩასავით მოფენილ ვენახებს და ლამაზ ქალაქებს ბევრი სტუმარი გამოუჩნდება.”- წერს ჟურნალისტი გევინ ჰაინესი.

ბრიტანელმა ჟურნალისტმა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საშუალებით იმოგზაურა.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.