დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში პრესისა და ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაცია („Press and Trade Tour“) გაიმართა.
ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Swirl Wine Group-ის ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო და მასზე წარმოდგენილი იყო 100-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების კლასიკური და ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინოები.
ის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ღონისძიების ფარგლებში კომერციული პირებისთვის (ღვინის იმპორტიორები, ბაიერები, რესტორნების ქსელების წარმომადგენლები) ქართული ღვინის სემინარი (“How Georgian Wines can revolutionise your wine list”) გაიმართა, რომელსაც Swirl Wine Group-ის წარმომადგენლები, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი და ღვინის მწერალი რობერტ ჯოზეფი უძღვებოდნენ. აქვე სტუმრებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაციაც გაიმართა.
www.travelingeorgia.ge