ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბორჯომის ტყის აღდგენა იწყება
13 სექტემბერი, 2018

თიბისი ბანკის ინიციატივით, 2017 წლის აგვისტოში ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ტყის აღდგენითი სამუშაოები იწყება.

ტყის აღდგენის სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, თიბისი ბანკი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დღეს ხელშეკრულებას გააფორმებს.

ბანკის ცნობით, თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისი ბანკი 2017 წელს ბორჯომში გაჩენილი ხანძრის შედეგად გადამწვარი ტყის 10 ჰექტარს სრულად აღადგენს და ტერიტორიაზე 2018 წლის ბოლომდე 17 500 კავკასიური ფიჭვი დაირგვება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.