ბორჯომის მუნიციპალიტეტში 7 ახალი სკვერი მოეწყობა. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის ცნობით, მათგან 4 ქალაქ ბორჯომში აღმაშენებლის ქ. №35, ხანძთელის ქ. №30, გამარჯვებისა და პეტრიწის ქუჩების კვეთზე და გურამიშვილის ქუჩაზე, 3 კი დაბა ბაკურიანსა და სოფელ ზანავსა და სადგერში.
პროექტების მიმდინარეობას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია გაეცნო და განაცხადა, რომ ყველა ობიექტზე სამუშაოები დაწყებულია და ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.
.jpg)
პროექტების ფარგლებში ეწყობა ქვაფენილი, საყრდენი კედლები, მოაჯირები, დეკორატიული სანათები, სკვერებში განთავსდება, ტრენაჟორები, ატრაქციონები, სკამები, სანაგვე ურნები, დაირგვება ასევე მცენარეები.
პროექტები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 220 332 ლარით დაფინანსდა.
www.travelingeorgia.ge