მგზავრებს ბორჯომიდან ბაკურიანისკენ ცნობილი „კუკუშკა“ მოემსაურება. ელექტრომატარებელმა ზამთრის სეზონზე მუშაობა უკვე განაახლა.
ბორჯომი-ბაკურიანის მიმართულებით მატარებლის მოძრაობა არამომგებიანობის საბაბით რამდენიმე წლის განმავლობაში შეჩერებული იყო, თუმცა 2015 წელს ის კაპიტალურად შერემონტდა.
ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი კომპლექსური ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზი საქართველოს რკინიგზის ერთადერთი ვიწროლიანდაგიანი მონაკვეთია, რომელიც ბორჯომსა და ბაკურიანს შორის, ბორჯომ-ხარაგაულის უბანზე 1902 წელს გაიხსნა. ხაზზე მცირე ორთქლმავალი მოძრაობდა, რომელიც 1967 წლიდან ელექტრომატარებელმა შეცვალა. მეტსახელი „კუკუშკა“ (ორთქლმავლის რუსული მეტსახელი) ამ ელექტროშემადგენლობასაც შემორჩა.
ავტორი: მაია დემეტრაშვილი
www.travelingeorgia.ge