ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ბინა N37“ 2018 წლიდან ღვინის წარმოებას იწყებს
04 დეკემბერი, 2017

„მიმაჩნია, რომ პროდუქციის ხარისხთან დაკაშირებით ქვეყანა სერიოზული პრობლემების წინაშე დგას“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ 2016 წელს საოჯახო ტიპის რესტორნის „ბინა N37-ის დამფუძნებელმა ზურაბ ნატროშვილმა განუცხადა.

როგორც ბიზნესმენი აცხადებს,  2018 წლისთვის „ბინა N37“-ის სახელწოდებით რქაწითელის, მწვანე კახურის, საფერავის და ციცქა ცოლიკოურის ჯიშის ღვინოს ჩამოასხამს.

„ჩვენი ბიზნესი სტაბილურად ვითარდება და წინ მივიწევთ. ქართული ტრადიციული სამზარეულოს გარდა, საავტორო სამზარეულო შემოგვაქვს, რომელიც ამ კვირიდან ჩაეშვება. აღნიშნულ სამზარეულოს სხვადასხვა ჯიშის ღვინოს შევუხამეთ, სადაც ჩვენ ღვინოსთან ერთად სვადასხვა კომპანიებიც იქნება წარმოდგენილი. ყოველ ხუთშაბათს სტუმრებს ამ სერვისს შევთავაზებთ. გარდა ამია, მომავალი წლიდან ღვინის წარმოებასაც ვიწყებთ“, - განაცხადა ნატროშვილმა.  

 

„ბინა N37“-ის დამფუძნებელი ქვეყანაში სარესტორნო ბიზნესის განვითარებაზეც საუბრობს. როგორც ნატროშვილი აცხადებს, ამ სეგმენტის განვითარება რთულია და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.

„ქვეყანაში სარესტორნო ბიზნესის განვითარება ერთმნიშვნელოვნად რთულია. რა თქმა უნდა, პროფესიონალი კადრების პრობლემა დგას. მეტი აკადემიური განათლება და პრაქტიკული უნარჩვევებია საჭირო. ჩვენ ამ მხრივ დიდი პრობლემების წინაშე ვდგავართ. ამ მიმართულებით მეტი პროფესიული სასწავლებელი და პრაქტიკული გამოცდილებაა საჭირო. ასევე პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებულ პრობლემებსაც გამოვყობდი, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს. ადამიანს საქმისადმი მეტი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს“, - აღნიშნა ზურაბ ნატროშვილმა.

 

რესტორნის დამფუძნებლის თქმით, „ჩვენ უკვე დღგ-ს გადამხდელები ვართ, თუმცა მიმაჩნია, რომ 100 ათასიანი ზღვარი ადეკვატური არ არის.  რეინვესტირებას ვახორციელებ, რადგან ეს ბიზნესის განვითარებას ეხმარება. სტარტაპი რომ ბიზნესად იქცეს, ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება“, - განაცხადა ნატროშვილმა.  

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.